პუტინი თავისი ამალით თურქეთს ეწვია

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დიდი დელეგაციით ანკარაში ჩავიდა.

ანკარის ესენბოღას აეროპორტიდან პუტინი, თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვია, სადაც მას ოფიციალური ცერემონიით დახვდა მისი თურქი კოლეგა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით მონაწილეობა მიიღეს აქქუის ბირთვული ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში, რომლის დროსაც ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავზე, მისი ქვეყანა მსოფლიოს 10 ზეგანვითარებული სახელმწიფოს სიაში შევა. მისივე განცხადებით, აქქუის ბირთვული სადგური თურქეთის ენერგეტიკული მოთხოვნილების 10%-ს დააკმაყოფილებს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ორი პრეზიდენტის პირისპირი შეხვედრა გაიმართა. საღამოს საათებში კი, ორი ქვეყნის ორი ლიდერის  თანათავჯდომარეობით, თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მე-7 შეკრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრეს კონფერენციას მოაწყობენ, ხოლო საღამოს დასასრულს, ერდოღანი პუტინის პატივსაცემად ვახშამს გამართავს.

ხვალ თურქეთის დედაქალაქშია სირიის საკითხზე ერდოღან-პუტინ-რუჰანის მონაწილეობით მორიგი სამთა სამიტი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიჩხორუწყუში ფულის გამოძალვაზე ორი მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: კახი კალაძეს თბილისის მერობა აღარ უნდა