პუტინი: “თალიბანი” ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთის მოკავშირეა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ “თალიბანი” ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთის მოკავშირეა.

“ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ “თალიბანი” აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, “თალიბანი”, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში”, – თქვა პუტინმა.

პუტინის აზრით, ნებისმიერი მთავრობა დაინტერესებულია იმ ძალაუფლებისა და სახელმწიფოს სტაბილურობით, რომელსაც ის მართავს. “დარწმუნებული ვარ, რომ თალიბანი დაინტერესებულია, რომ ავღანეთში ყველაფერი სტაბილურად იყოს“, – დასძინა მან.

მოსკოვი კვლავ აგრძელებს ურთიერთობას “თალიბანთან”, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან ის აკრძალულ ორგანიზაციადაა დასახელებული.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა წარადგინეს
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა