პუტინი სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილებზე: “ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებისთვის ცნობილია სკრიპალების საქმეში ორი ეჭვმიტანილის ვინაობა.
“არაფერი განსაკუთრებული და კრიმინალური, გარწმუნებთ” – განაცხადა პუტინმა და ბრიტანეთის მიერ დასახელებულ რუსეთის ორ მოქალაქეს ურჩია მედიასთან გამოჩნდენენ.
“ჩვენ, ცხადია, ვნახეთ, ვინ არიან ისენი. ვიცით, ვინც არიან, ვიპოვეთ ისინი. იმედი მაქვს, საკუთარ თავზე თვითონ ისაუბრებენ, ასე აჯობებს ყველასთვის” – თქვა პუტინმა ვლადივასტოკში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ორივე ეჭვმიტანილი სამოქალაქო პირია. “მინდა მათ მივმართო, რომ მოგვისმინონ. მივიდნენ რომელიმე მედიასთან” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა

გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთის ორი მოქალაქის სახელი და გვარი დაასახელა, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან. მეის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილების მოგონილი სახელებია. ბრიტანეთის სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმე დღის წინ გაეროში იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინეს, რომ სკრიპალები პეტროვმა და ბოშიროვმა მოწამლეს სოლსბერიში.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი უნგრეთს კორუფციისა და არადემოკრატიული რეფორმებისთვის დასჯის
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: ლაშა გოგიას არჩევანს პატივს ვცემ