29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

პუტინი: სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ხელისუფლება დიზელის საწვავის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს

სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ხელისუფლება დიზელის საწვავის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს,- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში არსებული საწვავის კრიზისის ფონზე.

პუტინი კრიზისს აღიარებს და ამტკიცებს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენი რეზერვების გამოყენება, ბენზინის რეზერვები ამჟამად პრაქტიკულად იმავე დონეზეა, რაც გასულ წელს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფრთხილად და წინდახედულად მოქმედება“,-ამბობს ის.

1 აპრილიდან 31 ივლისამდე რუსეთმა ბენზინის ექსპორტი უკვე აკრძალა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ექიმები რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი არასამთავრობოებზე: ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას