რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მუქარამ არ უნდა შეგვაშინოს. თუმცა, აუცილებელია მათი შესაძლო შედეგების გააზრება და მზადყოფნა – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოსალოდნელ ახალ სანქციებზე, რომელსაც ევროპა აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის სეწყვეტას არ დათანხმდება.
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს. ყველა, ვისაც შეეშინდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი შესაძლო არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის” თქვა პუტინმა.