პუტინი – სამოქალაქო ომის განმეორებას არ დავუშვებთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები თავისი ქვეყნის, ხალხის და იმ საქმის ღალატამდე მიიყვანეს, რომლისთვისაც ისინი რუსეთის სხვა სამხედრო ნაწილებთან და ქვედანაყოფთან ერთად იბრძოდნენ და იღუპებოდნენ.

„იმ გმირების სახელებს და დიდებას, რომლებიც სოლედარსა და არტემიოვკს, დონბასის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებდნენ, ნოვოროსიისთვის, რუსული სამყაროსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ, დღეს იმ ხალხმა უღალატა, რომელიც ქვეყანას ანარქიისკენ და ძმათამკვლელ ომისკენ, წაგებისთვის და, საბოლოო ჯამში, კაპიტულაციისკენ უბიძგებს.

ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მან, ვინც სამხედრო ამბოხს ორგანიზება გაუწია და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა საბრძოლო ამხანაგების წინააღმდეგ, რუსეთს უღალატა და ამაზე პასუხს აგებს.

“ერთადერთი სწორი არჩევანია – დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის მიღების შეწყვეტა. მჯერა, რომ შევინახავთ და შევინარჩუნებთ, რაც ძვირფასია და წმინდაა ჩვენთვის, ჩვენს სამშობლოსთან ერთად, ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ და უფრო ძლიერები გავხდებით”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუნდა მაპატიოთ და ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური მაინც პრიგოჟინის მოლოცვა აღმოჩნდა, Go Go Zhenia! – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიარუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი – სასწრაფოდ შეიკრიბოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი – დოლიძე