პუტინი: რუსული ჯარების გაყვანა არასოდეს მოხდება

ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის ომთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა.

კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანა, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, „ალბათ არასოდეს მოხდება“, ხოლო დასავლელი პოლიტიკოსების სურვილი, მიაყენონ რუსეთს „ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი“ მხოლოდ აიძულებს კრემლი “ბოლომდე წავიდეს”.

„დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ სურთ ჩვენი სტრატეგიული დამარცხების მიღწევა, მაგრამ რუსეთისთვის ეს მისი სახელმწიფოებრიობის დასასრულს ნიშნავს. მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გვეშინოდეს, არ ჯობია ბოლომდე წავიდეთ? – ციტირებს მედუზა პუტინის სიტყვებს.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ
შემდეგი სტატიაშაჰინი – რაც საქართველოში ხდება გავლენას ახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც