25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

პუტინი: რუსული არმია ფრონტის ხაზზე სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს და უკრაინის დარტყმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები ვერ შეცვლის ვითარებას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, სადაც რუსული ჯარები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ და ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ.

„ჩვენი ძალები ინარჩუნებენ სტრატეგიულ უპირატესობას, თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ვერანაირი ჭურვი ან დრონის დარტყმა ვერ შეცვლის ამ ვითარებას. წინსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. მტერი ვერ ახერხებს ამ თავდასხმის შეკავებას და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. ისინი ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“ღვინოზე ე.წ. “ნიშანდების გადასახადი” ხელოვნურად შემოღებულია. არავითარი საჭიროება არ არსებობს” – ვასილ მანაგაძე
შემდეგი სტატია“ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და გააყალბეს”- დიმიტრი სამხარაძე მამუკა მდინარაძის ეთერზე ოპონენტების რეაგირებას ეხმაურება