პუტინი: რუსეთსა და აფხაზეთს შორის ტვირთბრუნვა იზრდება

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ტვირთბრუნვა იზრდება, თუმცა, არა დიდი ნაბიჯებით. 2018 წლის გასული 10 თვის მანძილზე ის 2%-ით გაიზარდა – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბერს განაცხადა სოჭში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე. გარდა ამისა, მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ერთობლივი პროექტები დაგეგმეს – რუსული მედია წერს. შეხვედრის დეტალებზე სხვა ინფორმაცია, არ გავრცელებულა.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

 

https://youtu.be/wQ-fYG6UHiQ

banner
წინა სტატიაშიოქუაშვილს, ბიზნესმენს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განცხადება 27 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა
შემდეგი სტატიაევროპამ მათ ნათლად აუნთო წითელი შუქი – სააკაშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე ხელისუფლების გაკრიტიკებას აფასებს