27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

პუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს – რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს – რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როგორც პუტინმა საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის ჩატარების სურვილი თავადაც გამოთქვა.

„ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ცოტა ხნის წინ, თავად პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს: ეს რაც შეიძლება, მალე გაკეთდეს“,– განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: მისი დრო დიდი ხანია, წავიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია