პუტინი: რუსეთს სირიის კამპანია 33 მილიარდი რუბლი დაუჯდა

რუსეთს სირიაში წარმოებული კამპანია დაახლოებით 33 მილიარდი რუბლი დაუჯდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
ხარჯების ძირითადი ნაწილი – ეს თავდაცვის სამინისტროს რესურსებია, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტში შევიდა.
“ჩვენ უბრალოდ, ეს რესურსები სირიაში სამხედროების უზრუნველყოფაზე მივმართეთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პუტინი სამხედროების სირიიდან გამოყვანის დასრულებას უახლოეს 2-3 დღეში დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშიანკარას აფეთქებაზე ქურთმა რადიკალებმა აიღეს პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში 14 ოპოზიციონერი-აქტივისტი გაანთავისუფლეს