26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

პუტინი: რუსეთი მზადაა, ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მუდმივი გახადოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მუდმივ საფუძველზე გადაყვანაზე იმუშაოს.

პუტინმა სი ძინპინთან მოლაპარაკებები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში გამართა და რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოდელი უწოდა.

„ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ უვიზო რეჟიმის მუდმივობისთვის, თუ ჩინური მხარე ამას შესაძლებლად და სასარგებლოდ ჩათვლის.

თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. ციფრული ინოვაციები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის,“ — აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დროებითი უვიზო რეჟიმის წყალობით, ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 43%-ით გაიზარდა.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გლობალურ ასპარეზზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას:

„ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან და სხვა მხარეებთან, რათა გააძლიეროს გლობალური მმართველობის რეფორმისა და თანასწორი და მოწესრიგებული მრავალპოლარული სამყაროს წინსვლის მამოძრავებელი ძალა,“ — განაცხადა სი ძინპინმა და დასძინა, რომ პეკინი მზადაა ერთობლივად განსაზღვროს SCO-ს სტაბილური და მდგრადი განვითარების კურსი.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის 12 თვის ვადით 30-დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო, რასაც რუსეთმა დეკემბერში ანალოგიური გადაწყვეტილებით უპასუხა. მაისში პეკინმა უვიზო რეჟიმი 2027 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, ხოლოს პუტინმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი ივლისში მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბურჯანაძე: ივლისში ციხეებში პატიმრების რაოდენობაც და ლიმიტიც გაიზარდა
შემდეგი სტატიაკოსი: ისლანდიის რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება