16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

პუტინი: რუსეთი მშვიდად უყურებს სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდად უყურებს სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას, თუმცა ერევანი ერთდროულად ორ ეკონომიკურ კავშირში, ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყოფნას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, ეს ეკონომიკური მიზეზების გამო შეუძლებელია.

„ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან, მაგრამ ეს ნათელი უნდა იყოს, პირდაპირ უნდა ითქვას: ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ განსაზღვრებითაც შეუძლებელია. აქ საკითხი არა პოლიტიკური, არამედ წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში ევროკავშირი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი სადავო საკითხების მოგვარებას და თანამშრომლობას შეძლებენ.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო კამპანიის ფონზე სომხეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები ხელს არ შეუშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა, ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის ომში ჩაურთველობის გამო მკაცრად გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით