გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია და რაც უფრო რთულია მოწინააღმდეგისთვის ფრონტზე არსებული სიტუაცია, მით უფრო სასტიკ, ბარბაროსულ თავდასხმებს ახორციელებს კიევის რეჟიმი”,– თქვა პუტინმა საკუთარი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, “ხალხი ხელისუფლების წყაროა, მოქალაქეთა საკონსტიტუციო უფლება, განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების გზა, ურყევია, ეს დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების საფუძველია”.
პუტინი ამბობს იმასაც, რომ “რუსეთი ყველაზე რთულ პირობებშიც კი არ დაიხევს უკან და არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს”
















