რუსეთი იძულებული გახდა იმპორტული ტექნიკა ჩაენაცვლებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამის ძალა შესწევს,-ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
,,არა მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ ეს ტექნიკა რიგი მიმართულებებით, უდავოდ არ ჩამოუვარდება საუკეთესო მსოფლიო ნიმუშებს, არამედ მთელი რიგი კომპონენტების მიხედვით აღემატება კიდეც ამ უცხოურ, დასავლურ ნიმუშებს“,– ამბობს პუტინი.

















