პუტინი: რუსეთი აშშ-სთან და ბრიტანეთთან ურთიერთობების აღსადგენად მზად არის

putini111რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ურთიერთობების აღსადგენად რუსეთი მზად არის, ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ მანამდე რუსეთს სანქციები უნდა მოეხსნას.
ბარაკ ობამასთან ორმხრივი მოლაპარაკებების სამიტის ჩარჩოს ფარგლებში გამართული შეხვედრისას, პუტინმა განაცხადა, რომ ობამასთან მათ ურთიერთგაგებას მიაღწიეს და სირიის საკითხზეც ქვეყნებს გარკვეული პოზიციები აქვთ.
“ჩვენ არავის მიზნებში ასი პროცენტით დარწმუნებული ვერ ვიქნებით, მაგრამ დიალოგი სირიის საკითხებში თურქ და ამერიკელ პარტნიორებთან მიმდინარეობს” – თქვა პუტინმა. მისი ვარაუდით, სირიის საკითხზე უახლოეს მომავალში მიაღწევენ შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაშიფილიპინის პრეზდენტმა ობამას “ძაღლისშვილი” უწოდა
შემდეგი სტატიააბასმა ნეთანიახუსთან მოლაპარაკებებზე თანხმობა განაცხადა