პუტინი – რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის

რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონური, იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანმიმდევრულ და ურყევ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკისადმი, მათ შორის, უკრაინის მიმართულებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) რუსულმა არხმა ქართველი ფანების მხრიდან “პუტინ ხუილოს” შეძახილები გააშუქა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს