16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

პუტინი: რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ყველა სფეროში

რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ყველა სფეროში, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისა და სულისკვეთების შესაბამისად,– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.

,,რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცითა და სიმტკიცით ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში.

ჩვენ მივესალმეთ ამ წლის ივნისში ირან-ამერიკის ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმის ხელმოწერას, თუმცა, სამწუხაროდ, ზავი არასტაბილური და მეტისმეტად მყიფე აღმოჩნდა. ამ რთულ დროს ჩვენ ვცდილობთ მოგაწოდოთ აუცილებელი დახმარება; ეს განვიხილეთ თქვენთან და მოგაწვდით საჭირო საქონელს”,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
შემდეგი სტატიატაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა