,,პუტინი ქრისტიანების ერთადერთი მფარველია… ერდოღანი კი – ტერორისტების მხარდამჭერი,,

სირიის მოქმედმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადიმ,  დასავლური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქრისტიანული სამყაროს ერთადერთი მფარველია, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი ისლამისტი ტერორისტების ხელშემწყობი…

,,ჩემი წასვლა, პრეზიდენტის პოსტიდან, დასავლეთში გამართულ ფორუმებზე არ უნდა განიხილებოდეს… ეს მხოლოდ და მხოლოდ სირიელი ხალხის გადასაწყვეტია და სირიის პარლამენტის. მათ ვისაც უნდა გაანადგუროს სირია, უნდათ გაანადგუროთ ერთადერთი საერო ხელისუფლება ამ რეგიონში. საერო ხასიათი, განუყოფელი ნაწილია სირიის ხელისუფლების… და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის,, აცხადებს ასადი.

სირიის დიქტატორად წოდებული ბაშარ ასადი, რუსეთისა და თურქეთის მიდგომებსაც შეეხო სირიის კონფლიქტის მიმართ და განაცხადა, რომ დასავლეთი მეტწილად იმით არის დაბრმავებული, რაც თურქეთში ხდება… ,,სწორედ თურქეთი უჭერს მხარს ,,დჟებხათ ან-ნუსრას,, და ,,ისლამურ სახელმწიფოს,, სწორედ თურქეთი აგზავნის თქვენს ქვეყნებში მილიონობით ემიგრანტს. თქვენთვის აჯობებდა, რომ დაფიქრებულიყავით იმ ჩანაფიქრზე, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანს აქვს,,  განაცხადა ასადმა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, მსოფლიოში ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლ უმნიშვნელოვანეს პერსონად განიხილა… ,,როცა მე ვუყურებ მსოფლიოში მიდინარე მოვლენებს, მე ვრწმუნდები, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, ქრისტიანული ცივილიზაციის ერთადერთი დამცველია, რომელსაც შეიძლება ენდო,, აცხადებს ბაშარ ალ-ასადი ფრანგულ Valeur Actuel-თან საუბარში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები ალეპოდან ქალის ფორმაში გადაცმული გარბიან…
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელებმა პარიზის ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ უპატივცემლობა გამოავლინეს…