პუტინი ფინანსურად გავლენიანი ადამიანების სიაში ოცდამეათეა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, “ბლუმბერგის” მიერ შედგენილ ფინანსურ სამყაროში 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში ოცდამეათე ადგილი დაიკავა.
სააგენტომ აღნიშნა, რომ რუსეთი, ერთის მხრივ, სულ უფრო იზოლირებული ხდება, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები ქვეყანაში ფულს თითქმის არ დებენ. მეორეს მხრივ, კი, პუტინი ამის გამო შეშფოთებას არ გამოხატავს, უახლოეს ინტერვიუში კი თქვა, რომ ქვეყანას საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნია.
“ამდაგვარად, მსოფლიო ელოდება, რას იზამს რუსეთის პრეზიდენტი მომავალში” – წერს “ბლუმბერგი”.
გამოცემა რეიტინგს საკუთარი ბიუროს რედაქტორებისა და სხვა რესპოდენტების გამოკითხვით ადგენს. თავდაპირველად 100 კანდიდატის ნომინირება ხდება. შემდეგ კი მისი რიცხდი 50-მდე მცირდება.

banner
წინა სტატიაშიდონეცკი და ლუგანსკი კიევს ყველა ტყვეს გაუცვლის
შემდეგი სტატია„ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება