პუტინი – პარალიმპიადიდან რუსეთის მოხსნა ადამიანის უფლებების ცინიკური დარღვევაა

რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები 2022 წლის პეკინის პარალიმპიადიდან მოიხსნა. მიზეზი უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია გახდა.

26 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პარალიმპიელებს შეხვდა.

“თქვენ ემზადებოდით წარმოგეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები პეკინის თამაშებზე. ღია, სამართლიან ბრძოლაში დაამტკიცებდით, რომ ყველაზე ძლიერები ხართ. და ახლა რაც ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოხსნა პარალიმპიადიდან არამხოლოდ სპორტის ფუნდამენტური პრინციპების, არამედ ადამიანის საბაზისო უფლებების ცინიკური დარღვევაა”. – ამ სიტყვებით მიმართა პუტინმა სპორტსმენებს.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთმა „გაზპრომი“ კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი რუსეთში, ოფშორული კომპანიის საშუალებით სულ მცირე, ერთ კომპანიას ფლობს – TI