პუტინი ომშია EU-ს წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად ეს არის ომი ევროკავშირთან – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ წერს, რომ რუსეთი ახლა ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ომშია ევროკავშირთან:

“უკრაინა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია!!!
გუშინ ევროპარლამენტთან ეს წინასწარ ავღნიშნეთ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
უკრაინის ხელმძღვანელობა ასევე ცვლის ევროკავშირს: მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან შეუძლებელი ჩანდა.
დღეის მდგომარეობით პუტინი ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად ეს არის ომი ევროკავშირთან.
ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვების დღე.
და პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხის დღე. და არა მარტო უკრაინაში, არამედ მოლდოვაში. სავარაუდოდ – საქართველოშიც გრძელვადიან პერიოდში. ” წერს ანდრიუს კუბილიუსი.

banner
წინა სტატიაში“შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა” – ზურაბიშვილის მიმართვა ევროპულ საბჭოს
შემდეგი სტატიავაშაძე – დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია – ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია – ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ