22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მარატ კამბოლოვს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეხვედრა კრემლში შედგა.

„რაც შეეხება პერსპექტივებს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი დიდი სამუშაო გამოცდილება რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ორგანოებში, სამინისტროებსა და უწყებებში, ასევე მეცნიერების სფეროში, დაგეხმარებათ რესპუბლიკის განვითარებისთვის პირველი ხარისხის ამოცანების სწორად განსაზღვრაში და შემდეგ ამ ამოცანების შესრულებაში. ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე, პუტინმა კამბოლოვს 18 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მსურს წარმატებები გისურვოთ სამხრეთ ოსეთის მომავალ არჩევნებში და იმედი გამოვთქვა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა მხარს დაგიჭერთ. თქვენ კი მათ ნდობას გაამართლებთ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ხალხი განსაკუთრებულია. ისინი მეომრები, მეცნიერები და მშრომელები არიან. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ“, – აღნიშნა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: თელავში პრევენციული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 297 ათასი ლარი სხვა მიმართულებით დაიხარჯა
შემდეგი სტატიაზელენსკი: ევროპას მეტი დაცვა სჭირდება ბალისტიკისგან