პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს “გამარჯვებას” და “დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს

პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს “გამარჯვებასა” და “დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას პირდება:

„რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფოს განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტისთვის, ასლან ბჟანიასათვის გაგზავნილ მილოცვაში.

1993 წლის 30 სექტემბერს, ომის შემდეგ, სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კოდორის ხეობისა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი გია ხარჩილავას მიმართავს-მე მჯერა, რომ ჩემი წალენჯიხელები ამ არჩევნებზეც იტყვიან თავის სათქმელს
შემდეგი სტატია“სირცხვილი არ ჰქვია ამას, სისხლის სამართლის საქმეა!”-პრეზიდენტი საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნაზე