პუტინი: ნავალნის სურდა, რომ ის დაეკავებინათ

ვფიქრობ, ნავალნის სურდა, რომ ის დაეკავებინათ, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ კორესპონდენტის შეკითხვას, აიღო თუ არა პრეზიდენტმა ვალდებულება, შეწყვიტოს თავდასხმა რუსულ ოპოზიციაზე, კერძოდ, ალექსეი ნავალნიზე.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ნავალნიმ იცოდა, რომ კანონს არღვევდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა რუსეთში მაინც ჩავიდა.

„ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევდა რუსეთში მოქმედ კანონს. ის ვალდებული იყო, აღრიცხულიყო, როგორც პირობითი მსჯავრის მქონე ორჯერ გასამართლებული პირი. კანონის ამ მოთხოვნის გამიზნულად იგნორირებით, ეს ბატონი საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამკურნალოდ. სამართალდამცავი ორგანოები მის რეგისტრაციას არ მოითხოვდნენ. როგორც კი მან დატოვა საავადმყოფო და ვიდეოები განათავსა ინტერნეტში, ასეთი მოთხოვნა წარმოიშვა. ის არ გამოცხადდა, დააიგნორა კანონის მოთხოვნა. მასზე გამოაცხადეს ძებნა. ეს მან იცოდა. ჩამოვიდა. ვფიქრობ, მას გამიზნულად სურდა, რომ დაეკავებინათ. მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სურდა“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ჩვენ ბირთვული სახელმწიფოები ვართ
შემდეგი სტატიაპუტინი: “ლევ ტოლსტოიმ ასე თქვა, რომ ცხოვრებაში არ არსებობს ბედნიერება, არის მხოლოდ მისი მარცვლები, გქონდეთ ის