33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

პუტინი: ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა მხოლოდ ახლა გააცნობიერეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლებელია.

პუტინის თქმით, რუსეთმა არა მხოლოდ უნდა უპასუხოს თავისი მტრების გამოწვევებს, არამედ ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნებმა ომი წამოიწყეს რუსეთის წინააღმდეგ, რაც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო.

„ნატო-ს ყველა ქვეყანა, გამონაკლისის გარეშე, აბსოლუტურად ყველა მათგანი, აძლიერებს ძალისხმევას, ყველაფერს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ ამ მტრული ქმედებების ორგანიზებისთვის, რათა, მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი გამარჯვებით დასრულდეს. სწორედ მათ დაიწყეს ომი. ამას მუდმივად ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ არ დაგვიწყია სამხედრო მოქმედებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით. არა. სწორედ მათ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, რამაც შემდეგ გვაიძულა ყირიმის მოსახლეობის დაცვა და შემდეგ ომი დაიწყეს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი დონბასში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას რვა წელი ელოდა და იძულებული გახდა, იქაური ხალხი იარაღის ძალით დაეცვა.

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებები საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დაიწყოს.

„ჩვენ ვეთანხმებით მოლაპარაკებებს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ გრძელვადიანი, ისტორიულად მნიშვნელოვანი ინტერესების“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშილევან მახაშვილი: ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი პოლიტიკური ჭიდილის ინსტრუმენტად იქცა
შემდეგი სტატია“ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლაა” — სოზარ სუბარი “ნაცმოძრაობაზე”