პუტინი მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს – ნეჰამერი პუტინს ესაუბრა

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას მას უთხრა, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულებებს შეასრულებს და მზად არის, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს.

შეკითხვაზე, თუ რა უპასუხა კანცლერს პუტინმა გაზის მიწოდების შესახებ, ნეჰამერი ამბობს:

“მან [პუტინმა] წამოჭრა საკითხი ამასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ყველა არსებული შეკვეთა ქვეყანას სრულად მიეწოდება” – ამბობს ნეჰამერი.

ასევე, კრემლი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ რუსეთი ავსტრიასთან დადებულ ყველა სახელშეკრულება ვალდებულებას შეასრულებს. მნიშნელოვანია ისიც, რომ ავსტრია გაზის 80%-ს რუსეთიდან იღებს.

ნეჰამერი, რომელიც გასულ თვეში მოსკოვს პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ეწვია, თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან პატიმრების გაცვლაზე სასაუბროდ მზადყოფნა გამოთქვა.

“მართლაც არის თუ არა მზად მოლაპარაკებებისთვის, ეს რთული საკითხია”. – დასძინა ნეჰამერმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება – მედია
შემდეგი სტატიაჩინეთმა ორი რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა