პუტინი მზადაა, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკრაინის ყველა მოქალაქეს მისცეს

პუტინი მზადაა, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკრაინის ყველა მოქალაქეს მისცეს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლის მხრიდან იგივე შეთავზება დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის გაკეთდა.

„ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ამგვარი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიწამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოს იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელიამ წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა