პუტინი მზადაა, დონალდ ტრამპს სლოვენიაში შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სლოვენიაში შეხვდეს

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის განცხადებით, შეხვედრა მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული.

“შეხვედრის ლუბლიანაში გამართვის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ვაშინგტონთან შეხვედრის თარიღი შეთანხმებული არ არის.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილმა და თამარ ხულორდავამ ვაშინგტონში წარმატებული ვიზიტი ბრიფინგზე შეაჯამეს
შემდეგი სტატიაბათუმში 59 წლის ქალსა და 61 წლის კაცს პირველი შვილი შეეძინათ