პუტინი მზად არის მაკრონთან უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის – კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისთვის, იმ პირობით, თუ „იარსებებს ორმხრივი პოლიტიკური ნება“. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მაკრონმა გამოთქვა მზადყოფნა პუტინთან საუბრისთვის… მანაც (პუტინმა) გამოხატა მზადყოფნა მაკრონთან დიალოგის წარმოებაზე. შესაბამისად, თუ არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ნება, ამას მხოლოდ დადებითად შეიძლება შევაფასოთ“, – ციტირებს რუსული მედია პესკოვის სიტყვებს.

ორი დღის წინ მაკრონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ აშშ-ის მცდელობები უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში უშედეგო იქნება, ევროკავშირს მოუწევს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპელი ლიდერები გამორიცხულნი არიან აშშ-ის ეგიდით მიმდინარე რუსეთისთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მესამე პრეზიდენტის 58 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიაშიმშილობის 33-ე დღე – ბათუმელი მედროშე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აპროტესტებს