პუტინი – მთელი ჩვენი ქვეყანა დაეხმარება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, ყველაფრის მოსაწესრიგებლად წინ გვაქვს თვეები, კვირები და წლები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ აღდგენაში დაეხმარება.

მისი თქმით, აღნიშნულ „რესპუბლიკებში“ ყველაფრის მოწესრიგებას, შესაძლოა წლები დასჭირდეს.

„მთელი ჩვენი ქვეყანა დაეხმარება როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, დაეხმარება თქვენს თანატოლებს და უფროსებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიებზე. წინ გვაქვს თვეები, კვირები და წლები იმისთვის, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს. მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!” – აღნიშნა პუტინმა, რომელიც დღეს ვიდეო ზარის საშუალებით კონკურსის, „დიდი ცვლილების“ მონაწილეებს ესაუბრა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე წამოწევენ იმ საკითხებს, „რომელიც ეხება ზოგიერთი ევროპარლამენტარის უხეშად ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში“ – სამხარაძე