პუტინი: მსოფლიოში სიტუაცია ქაოსისკენ მიდის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შეშფოთებულია მსოფლიოში არსებული ვითარებით და იმედს იტოვებს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს.„მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ისეთია, რომ არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს. მსოფლიოში არსებული ვითარება თანდათან ქაოსურ ხასიათს იღებს, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციული გახდება, მთელი მსოფლიო სისტემა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება,,- განცხადა პუტინმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრაზე პუტინმა რუსული დიპლომატიის შესახებ საუბრისას. აღსანიშნავია, რომ პუტინის ეს განცხადება პირველი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერი“-თ განცხადა. „მზად იყავი რუსეთო, ჭკვიანი რაკეტები მოდიან,,

banner
წინა სტატიაშისახის ამოცნობა – რატომ ვერ დაიმალები ჩინეთში 60 ათას ადამიანში
შემდეგი სტატიასავჩენკო “სიცრუის დეტექტორზე” დაკითხვისთვის შიმშილობას შეწყვეტს