კრემლმა შაბათს, 24 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი მოსახლეობას მიმართავს. პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი სიტყვით “მალე” გამოვა.
მას არ დაუკონკრეტებია რა თემაზე ილაპარაკებს პუტინი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის დაკავშირებული იქნება კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელ, ევგენი პრიგოჟინთან. პრიგოჟინმა დღეს დილით განაცხადა, რომ როსტოვში შევიდნენ და ყველა სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც “ვაგნერელების” კოლონა მოსკოვისკენ მიემართება.