პუტინი მოყვა, როგორ შეაჩერა რუსეთმა გლობალური დათბობა

news
: news ნოემბერი 30, 2015 20:28

პუტინი მოყვა, როგორ შეაჩერა რუსეთმა გლობალური დათბობა

გაეროს კლიმატის კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის დამსახურებით შესაძლებელი გახდა ერთი წლით შეჩერებულიყო გლობალური დათბობის ზრდა.
“ჩვენ კიოტოს 1991-2012 წლების პროტოკოლი ზედმიწევნით შევასრულეთ. რუსეთმა არა თუ არ დაუშვა პარნიკული გაზების გაზრდა, არამედ, მნიშვნელოვნად შეამცირა ის. ამის დამსახურებით ატმოსფეროში 40 მილიარდი ტონის ექვივალენტი გაზი არ მოხვდა” – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, 2010 წლისთვის რუსეთი ეკონომიკური ენერგომაჩვენებლის 13, 5%-ით შემცირებას გეგმავს, 2030 წლისთვის კი მის გაზრდას აპირებს 70%-მდე 1990 წლის საბაზო მონაცემებთან შედარებით.
რუსეთს პარნიკული გაზების ატმოსფეროში ნარჩენის მოცულობა იმაზე ნაკლები აქვს, ვიდრე აშშ-ს, ინდოეთს, ჩინეთს, კანადას, იაპონიას და ბრაზილიას.
დღეს პარიზში გამართული კონფერენცია კლიმატის ცვლილებებს შეეხო. მასში 150 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.

news
: news ნოემბერი 30, 2015 20:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,337
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics