ამერიკული ტელეარხი NBC ოთხ დასავლელ დაზვერვის წყაროსა და აშშ-ს კონგრესის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-სა და მისი ახლო მოკავშირეების დაზვერვის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კვლავ მთელი უკრაინის კონტროლი სურს.
“ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაზვერვითი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი ამ ეტაპზე ნამდვილი სამშვიდობო შეთანხმებით არის დაინტერესებული”. – თქვა აშშ-ს კონგრესის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
NBC აღნიშნავს, რომ პუტინმა აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლები გაგზავნა, თუმცა, ექვი ოფიციალური პირი ამბობს, რომ დაზვერვის ამჟამინდელი მონაცემებით, პუტინი კვლავ მიიჩნევს, რომ შეუძლია დაელოდოს უკრაინისა და ევროპის სისუსტეს და მთელ უკრაინაზე კონტროლი მოიპოვოს.
“ის მიიჩნევს, რომ იგებს”. – თქვა ერთ-ერთმა დასავლელმა დაზვერვის წყარომ და დაამატა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხები პუტინის ომის შეწყვეტას არ აიძულებს.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ ოფიციალურმა პირებმა მათთან დაზვერვის საკითხებზე ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.