“კიევის რეჟიმის წარმომადგენლები “ოქროს ქოთნებზე სხედან”, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
როგორც პუტინი აღნიშნავს, კიევის მაღალჩინოსნები უკრაინაზე და უკრაინელ ჯარისკაცებზე არ ფიქრობენ.
“სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები ეჭვგარეშედ უნდა იქნას მიღწეული. უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გასული წლის მარტიდან არის უბრალოდ დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა. კიევის რეჟიმის წარმომადგენლები “ოქროს ქოთნებზე სხედან” და არ ფიქრობენ უკრაინისა და უკრაინელი ჯარისკაცების ბედზე”, – ამბობს პუტინი.


















