პუტინი ისტორიის შეცვლას ცდილობს, რათა უკრაინაში უკანონო შეჭრა გაამართლოს – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ისტორიის გაუკუღმართებაში დაადანაშაულა. ბლინკენის თქმით, პუტინი ამ გზით უკრაინაში უკანონოდ შეჭრის გამართლებას ცდილობს.

“პრეზიდენტი პუტინი ისტორიის შეცვლას ცდილობს, რათა გაამართლოს არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ხოლო ისინი, ვინც წარსულს სწავლობენ, ხვდებიან, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და მამაკაცი უკრაინელი ხალხი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა სულის სიმტკიცეს განასახიერებენ”. – ვკითხულობთ ბლინკენის მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 77-ე წლისთავის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკიევიდან წასულ მოსახლეობას – 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება – კლიჩკო
შემდეგი სტატიასაქართველოს თქვენი იმედი აქვს, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში – ზურაბიშვილის მილოცვა მაკრონს