პუტინი ისევ საბჭოეთს მისტირის

14459681_646118868881637_1926618818_nრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კრემლში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას სინანული გამოთქვა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და პასუხისმგებლობა ამ ,,ტრაგედიაზე,, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იმდროინდელ ხელმძღვანელობას დააკისრა…
,,თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით… არ იყო აუცილებლობა მისი დაშლის. შესაძლებელი იყო ცვლილებების განხორციელება… თუნდაც დემოკრატიული ხასიათის… ისე რომ არ დაეშალათ… არ ღირდა მისი დაშლა,, განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საბჭოეთის დაშლას, შარშან ,,მილიონობით ადამიანის ტრაგედია,, უწოდა… ხოლო გაცილებით ადრე ,,მე-20-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა,,

banner
წინა სტატიაშირომის პაპი მიიჩნევს, რომ ჭორებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ტერორიზმის ტოლფასია
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ესენი თუ დარჩნენ, ვინ დაელაპარაკება ამ რთულ პერიოდში საქართველოზე მსოფლიო ლიდერებს