პუტინი ირანთან ერთად სირიის პროცესებში გაძლიერებას გეგმავს…

ირანში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი და ირანი სირიის კრიზისის დარეგულირებაში თავიანთი პოზიციების ურთიერთკოორდინაციას და გაძლიერებას გეგმავენ…

,,ჩვენ განვაგრძნობთ კოორდინაციას ირანთან ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ასევე გავაგრძელებთ ურთიერთობების გაძლიერებას სირიასთან დაკავშირებული საერთაშორისო ჯგუფის ფარგლებში, მათ შორის ყოვლისმომცველი შიდასირიული პოლიტიკური პროცესის დაწყებისა და მისი გადაწყვეტის რეალიზაციის მიზნითაც,, განაცხადა პუტინმა, ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან ორშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი – მოკავშირე ირანს, საექსპორტო მიზნებისთვის 5 მილიარდი დოლარის სახელმწიფო კრედიტის გამოყოფასაც შეჰპირდა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკმა ევროკავშირი-თურქეთის სამიტი დევნილთა შესაჩერებლად დანიშნა…
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანი: ყველა ტერორისტი – ლტოლვილია…