პუტინი იმ სამხედრო მეთაურების რეპრესიებს აგრძელებს, რომლებმაც უკრაინასთან ომში “მოლოდინი არ გაამართლეს”

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, პუტინი აგრძელებს იმ მეთაურების რეპრესიებს, რომლებმაც უკრაინასთან ომში “მოლოდინი არ გაამართლეს”.

“24 აპრილიდან 2 მარტამდე ოკუპირებულ ჰორლივკაში (დონეცკის ოლქი) რუსეთის ფედერაციის კომისია მუშაობდა საოკუპაციო ძალების 3 ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ამჟამინდელი დეფიციტის მიზეზების დასადგენად. აღმოჩნდა, რომ მეთაურების ცნობით, ომამდე 3 ბრიგადა 100%-ით იყო დაკომპლექტებული. თუმცა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ სამხედრო მოსამსახურეების რეალური რაოდენობა შეადგენდა მხოლოდ 55%-ს. ბატალიონის ორი მეთაურის მიერ ნათქვამი ფაქტების შეუთავსებლობის დადგენის შემდეგ, ისინი სამოქალაქო პირებმა (სავარაუდოდ FSB-ის თანამშრომლებმა) დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ყოფილი მეთაურების შემდგომი ბედი უცნობია.”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყება წერს, რომ ეს არ არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ „საკითხის გადაწყვეტის“ ერთადერთი შემთხვევა მეთაურებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით შავ სიაში მოხვდნენ. დადგინდა, რომ ედუარდ ბასურინი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კორპუსის “მეთაურის მოადგილე”, FSB-თან საუბრის შემდეგ, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. რეპრესია უკავშირდება უყურადღებო განცხადებას, რომელმაც გაამჟღავნა რუსეთის გეგმები, გამოიყენოს ქიმიური იარაღი მარიუპოლის უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიმადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა – სტეფანჩუკი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა წყვილმა საქართველოდან, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ; ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს და ქართველ გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას