პუტინი: გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავს თავის პოზიციას

გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს მთავრობა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იცავდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს.

“როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ”, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაში„ოცნება” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან