რუსული მედიის სხვადასხვა საშუალებები იტყობინებიან, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალურ ასამბლეას 29 თებერვალს სიტყვით მიმართავს.
პუტინი კონსტიტუციის თანახმად ვალდებულია, ფედერალურ ასამბლეას ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
მიმართვაში რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ტრადიციულად აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ასახავს სამომავლო ამოცანებს.
რუსული მედია არაფერს წერს, თუ რა კონკრეტული გზავნილები შეიძლება ჰქონდეს პუტინს ფედერაციის ასამბლეასთვის.