რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს.
„ახლა ისინი ამბობენ, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას განიხილავენ. ეს რუსეთთან ომს ნიშნავს. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ევროპაში ხდება, ე.წ. დასავლეთის, დასავლელი გლობალისტების პოლიტიკაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში სისტემური შეცდომების შედეგია. ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ ოლიმპოზე ყოფნის შეგრძნება ჰქონდათ. როგორც ჩანს, სჯეროდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, რომ იყვნენ ისინი, ვინც შეცდომებს არასდროს უშვებდნენ. ეს შეცდომები დაგროვდა თოვლის გუნდად. რეჟიმის შეცვლისთანავე, ვიმეორებ, სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით, მათ დაუყოვნებლივ დაისახეს მიზნად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ეს საბოლოოდ გახდა უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების ძირითადი მიზეზი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.








