4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

პუტინი: ევროპის ქვეყნების ზოგიერთი ხელმძღვანელი სუსტია და არ შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულების მცდელობა გადაჭარბებულია.

„პირველი რეაქცია, როცა ეს ვნახე, გაკვირვება იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის მტკიცება, რომ ჩვენ ევროპის დიდ ქალაქებში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ვიწვევთ, უკვე აშკარა გადაჭარბებაა, რაც, ჩემი აზრით, რიგითი ევროპელებისთვისაც ცხადია“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ბრალდებები ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტეზე და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების უუნარობაზე მიუთითებს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის ქვეყნების ზოგიერთი ხელმძღვანელი სუსტია და არ შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ომბუდსმენი: რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისართან
შემდეგი სტატიაბარსელონაში საპროტესტო აქციაზე ღამით მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს