პუტინი: ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სჭირდება, თუ მას სურს დარჩეს გლობალური განვითარების ერთ-ერთ ცენტრად

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სჭირდება, თუ მას სურს დარჩეს გლობალური განვითარების ერთ-ერთ ცენტრად.

„თუ ევროპას სურს იყოს მსოფლიო განვითარების ერთ-ერთი დამოუკიდებელი ცენტრი და პლანეტის კულტურული და ცივილიზაციური პოლუსი იყოს, მას აუცილებლად სჭირდება რუსეთთან კარგი ურთიერთობა“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის ევროპასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

„რაც მთავარია, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიანჯეი დუდა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის წინადადებას გამოეხმაურა და „რუსული უხეში იმპერიალიზმის კვინტესენცია“ უწოდა
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ევროპული საბჭო, მიმდინარე თვის ბოლოს “ოცნებას” რიგი მიმართულებით ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს