პუტინი ერდოღანზე: არაფერია მუდმივი მთვარის ქვეშეთში…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 დეკემბერს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების კომენტირებისას იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე თურქეთის ხელისუფლებაც შეიცვლება… რაც რუსეთის პრეზიდენტმა მუსულმანური გამოთქმით – ,,არაფერია მუდმივი მთვარის ქვეშეთში,, გამოხატა…

,,თურქეთი ევროპა არ არის… ეს ერთი. მეორეც, როგორც მე განვაცხადე ჩემს მიმართვაში და ახლაც მინდა გავიმეორო, ჩვენ ვთვლით თურქ ხალხს მეგობარ ხალხად და არ გვინდა გაუკუღმართებული ურთიერთობები სწორედ რომ თურქ ხალხთან გვქონდეს… რაც შეეხება თურქეთის ხელმძღვანელობას –  არაფერია მუდმივი მთვარის ქვეშეთში ( Ничто не вечно под луной),, განაცხადა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, ფედერალურ სობრანიეში გაკეთებულ ყოველწლიური მიმართვის დროს, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყნის ისლამიზაციაში დაადანაშაულა… ,,თურქეთში ისლამიზაცია მიმდინარეობს… მცოცავი ისლამიზაცია… რის გამოც ათათურქი კუბოში გადატრიალდებოდა (Ползучая исламизация, от которой Ататюрк бы в гробу перевернулся),, განაცხადა პუტინმა, რაზეც თურქმა ექსპერტებმა პუტინს თურქული ტრადიციების ცოდნა დაუწუნეს, რადგან ათათურქიც მუსულმანური წესით, კუბოს გარეშეა დასაფლავებული.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი:”კიდევ კარგი, რომ ეს ქართულ ან ოსურ ენაზე არ გააკეთეს”(ვიდეო)
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პოროშენკო ,,ბათუმის პროცესის,, მონაწილეებს შეხვდა…