პუტინი ერდოღანთან შეხვედრისთვის ემზადება

როგორც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინი და ერდოღანი მორიგი შეხვედრისათვის ემზადებიან და ეს შეხვედრა მიმდინარე წელს მოეწყობა, თუმცა მას ამ შეხვედრის სხვა დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთანავე, პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანის ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავით ფრენის დროს  ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ პუტინთან  ახლო ხანებში მორიგი შეხვედრა ექნება.

პუტინს და ერდოღანს ბოლო პირისპირ შეხვედრა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ანკარაში ჰქონდათ და ძირითადად სირიის საკითხი განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ  ეს ორი ქვეყანა და ირანი, სირიის სამშვიდობო პროცესში გარანტორ ქვეყნებს წარმოადგენენ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში ელექტრო თვითმფრინავის ახალი მოდელი შეიმუშავეს
შემდეგი სტატიაჯონსი: თურქეთის, დასავლეთისაგან დაშორება არასწორი პოლიტიკაა