კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ორშაბათს, 4 სექტემბერს, სოჭში შედგება.
“მოლაპარაკებები ორშაბათს, სოჭში შუადღეს გაიმართება” – განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ოფიციალურ ანკარას შეხვედრის თარიღი ჯერ არ დაუდასტურებია.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე თურქეთი დაჟინებით მოითხოვს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას, საიდანაც მოსკოვი ივლისში ცალმხრივად გამოვიდა და სასურსათო კრიზისი შექმნა.