“პუტინი “ელიტას” ინდობს და ომის ტვირთს ღარიბ რეგიონებს აკისრებს” – ბრიტანეთის საგარეო დაზვერვა

“პუტინი “ელიტას” ინდობს და ომის ტვირთს ღარიბ რეგიონებს აკისრებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლველად მომზადების მიზნით, პუტინი წვევამდელებს ქვეყნის ღარიბი რეგიონებიდან აგროვებს და ჯარში მიჰყავს.

“პუტინი “ელიტას” ინდობს და ომის ტვირთს ღარიბ რეგიონებს აკისრებს — ახალი რეკრუტების (წვევამდელების) აყვანა ღარიბ რეგიონებში, რომლებიც ხშირად ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად გამოიყენოს ფინანსური სტიმულირება. ამავდროულად, ეს ამცირებს ომის გავლენას რუსეთის მოსახლეობის იმ ურბანულ (ქალაქის) ფენებზე, რომლებსაც უფრო დიდი პოლიტიკური გავლენა გააჩნიათ”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფას ლიბიის არმიის მეთაური და ბორტზე მყოფი კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამაღალი ფასების საქმეზე კობახიძემ გამოძიების დაწყება მოითხოვა