პუტინი – დასავლთს: თვითონ მოიგონეთ საფრთხეები და ამით საკუთარ თავს აშინებთ

,,რუსეთი დასავლეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს… ამიტომ ცრუ საფრთხეებზე დაფუძნებული პოლიტიკა აარაპერსპექტიულია,, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგულ Le Figaro-სთან საუბრისას. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭირო არაა სიტუაციის დაძაბვა და მოფიქრება მითიური რუსული საფრთხეებისა და ჰიბრიდული ომების… ,,თვითონ მოიფიქრებთ საფრთხეებს, ხოლო მერე ამით საკუთარ თავს აშინებთ და ამის საფუძველზე პოლიტიკის პერსპექტივის ფორმულირებას ახდენთ,, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დასავლურ მედიას.
პუტინმა, რომელმაც რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობის პერსპექტივა არ გამორიცხა, განაცხადა, რომ ტერორიზმის სფეროში თანამშრომლობა აუცილებელია.,,აფეთქებენ ევროპას, აფეთქებენ პარიზს, აფეთქებენ რუსეთს და ახლო აღმოსავლეთში ომი მიდის. აი რაზე უნდა დავფიქრდეთ და არა იმაზე ვიმსჯელოთ, როგორ საფღტხეებს ქმნის რუსეთი,, აცხადებს რუსეთის ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიჩვენს პატრიარქთან შეხვედრას მეუფე იაკობი ბლოკავს – მამა გიორგი მამალაძის ძმა
შემდეგი სტატიარატომ შექმნა კახა მიქაიამ რუბრიკა ,,ჩემი საქართველო აქ არის”